ფინანსები
19/09/2023

არარეზიდენტების ანგარიშებზე ნაშთი 100 მილიონით შემცირდა

არარეზიდენტების მიმდინარე ანგარიშებზე, აგვისტოს მდგომარეობით, 2.3 მლრდ ლარია (ნაშთი), ივლისში 100 მილიონით არის შემცირებული.

ბანკების არარეზიდენტმა კლიენტებმა ივლისში, სულ 1.7 მლრდ ლარის ადგილობრივი და უცხოური ვალუტა გაიტანეს. ძირითადად უცხოურ ვალუტაში -1.3 მლრდ ლარის ექვივალენტი.

აქედან 810 მილიონი ლარის ბრუნვა აშშ დოლარზე მოდის, 272 მილიონი ფუნტზე და ევროში 220 მლნ ლარის ექვივალენტი. არარეზიდენტებმა  თანხა სხვა ვალუტებშიც გაანაღდეს, მ.შ.11 მილიონი ლარის არაბულ დირჰამში.

სებ-ის ინტერაქტიულ სტატისტიკაში არარეზიდენტები მოქალაქეობის მიხედვით არ იყოფა, თუმცა დოლარში ტრანზაქციების ბენეფიციართა უმეტესობა დსთ -დანაა.

რუსეთის მოქალაქეების გაზრდილი სავალუტო შემოდინენების გამო ამოქმედდა სექტემბერში ბანკებისთვის ახალი რეგულაცია. ლიკვიდობის მოთხოვნა 40%-დან 80%-მდე გაიზარდა.

გამკაცრების საფუძველი კონცენტრაციის რისკი გახდა.