ფინანსები
11/10/2023

არაადგილობრივი კომპანიების დაკრედიტება 10-ჯერ შემცირდა

არარეზიდენტი იურიდიული პირების დაკრედიტება, თვის ნაკადი, 14 მლნ ლარამდეა შემცირებული  (L/m - 192 მლნ ლარი)

სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით, ბოლო სააანგარიშო თვეს, აგვისტოში, არაადგილობრივ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, სულ 60 მლნ ლარის სესხებია გაცემული, ძირითადად (77%) უცხოურ ვალუტაში.

60,1 მილიონიდან 50 მლნ-მდე საცალო კრედიტებია. კომპანიების დაკრედიტების მნიშვნელოვან კლებას ფინანსისტები რამდენიმე მიზეზით ხსნიან: შპს-ების ნაწილმა რეზიდენტობა მიიღო, ნაწილის, შესაძლოა წინა პერიოდის ზრდას, ერთჯერად  ტრანზაქციებს უკავშიდებოდეს. სავარაუდოდ არარეზიდენტი იურიდიული პირებისთვის სესხები მოკლე ვადით გაიცემოდა.

სასესხო პროდუქტების სიჭარბით, გამოირჩევა აპრილი. სხვა ქვეყნის რეზიდენტ იურიდიულ პირებზე 278 მლნ ლარის სესხებია გაცემული, 35 მლნ ლარის მოცულობით კი ფიზიკური პირებისთვის. 

01.09.2023 -ის მდგომარეობით, სესხების ნაშთი 1.4 მლრდ ლარია, მ.შ. ₾643 მლნ საცალოა, 803 მლნ ლარის კი ბანკების არარეზიდენტ იურიდიულ პირებზე მოდის. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022