ფინანსები
06/10/2020

ახალშექმნილმა ფინტეკ ასოციაციამ GITA-სთან მემორანდუმი გააფორმა

ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულების განვითარების მიზნით საქართველოში ფინტეკ ასოციაცია შეიქმნა.

ასოციაცია ფინტეკ კომპანიების დასახმარებლად საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობის დახვეწისათვის წინადადებების შემუშავებას და საჯარო და კერძო სექტორს შორის საკომუნიკაციო პლატფორმის ჩამოყალიბებას გეგმავს.

საზოგადოებაში ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მიზნით კი ფინტეკ ასოციაცია საგანმანათლებლო პროეტქებსაც განახორციელებს - შეიქმნება კონფერენციები, მრგვალი მაგიდები.

„ბოლო წლებში საკმაოდ აქტიურად ვითარდება ფინტეკი მსოფლიო ბაზარზე, გამონაკლისი არც საქართველოა, შესაბამისად ვიფიქრეთ, რომ დრო იყო დარგობრივი ასოციაციის შექმნის, რომელიც უფრო სიღრმისეულად ჩაიხედავდა მიმდინარე პოცესებში და შესასრულებლად იმ კატალიზატორის როლს, რომელიც საჭიროა, რათა გარკვეული ბიზნესსექტორი განვითარდეს. ვფიქრობთ, რომ ფინტექ სექტორი უნდა იყოს თავისუფალი ან ძალიან ფრთხილად, გონივრულად რეგულირებული. გვინდა, თავიდანვე ჩავერთოთ ამ პროცესებში და დავრწმუნდეთ, რომ მომავალში ეს სექტორი სწორ განვითარების ფორმას იპოვნის,“ - განაცხადა ფინტეკ ასოციაციის თავმჯდომარემ ლაშა ერედელმა.

როგორც ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარემ „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნა, ასოციაცია ფინტეკ სტარტაპებს ქართულ ბზარზე დამკვიდრებასა და ინვესტორებისგან კაპიტალის მოძიებაში დაეხმარება. ფინტეკ მიმართულების სტარტაპების მხარდაჭერის მიზნით, ფინტეკ ასოციაციაციასა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა.

ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ინდუსტრიის დასახმარებლად შეიქმნება ერთობლივი სამუშაო ჯგუფი.

„შეიქმნება ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველჰყოფს, რომ მოხდეს სწორედ იდენტიფიცირება იმ პირველი და მყისიერი ნაბიჯების, რომლებიც საკანონმდებლო მიმართულებით საჭიროა, რომ იქნას გადადგმული. არა ფრაგმენტული, არამედ სიღრმისეული ნაბიჯები, რომლებიც წაახალისებს, როგორც ქართულ კომპანების, ასევე უცხოური ფინტეკ კომპანიების საქართველოში ჩამოსვლას და აქედან თავიანთი პროდუქტბის განვითარებას.“ - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.

როგორც ფინტეკ ასოციაციაციაში ამბობენ, ასოციაციისადმი დიდი დაინტერესება აღინიშნება, რაც დიდი რაოდენობის ზარებსა და წერილებში გამოიხატება. ასოციაცია აქტიური მუშაობის დაწყებას დღეიდან გეგმავს და იმედოვნებს, რომ მათი რიგები მალე შეივსება.