ფინანსები
30/05/2022

ახალი ლიბერთი პატარებისთვის - ლიბერთის ლოიალობის ახალი აქცია "ქეშბექობანა" დაიწყო

ლიბერთიმ,  ბავშვთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, სპეციალურად პატარებისთვის, ლოიალობის პროგრამა CashBack და VISA- სთან ერთად ტრადიციული აქცია  „ქეშბექობანა“ დაიწყო.

აქციის ფარგლებში, ლიბერთის VISA ბარათის ნებისმიერ მფლობელს,  შესაძლებლობა ექნება „ქეშბექობანაში“ მონაწილე მეგობარ ობიექტებში გადახდილი თანხიდან ყველაზე მაღალი -50%-მდე ქეშბექი მომენტალურად დაიბრუნოს ანგარიშზე. ლიბერთის ,,ახალი“  VISA ბარათის მფლობელები დამატებით 10% ქეშბექით ისარგებლებენ.

Cashback-ის აქციით სარგებლობა  შემდეგ მეგობარ ობიექტებშია შესაძლებელი : 

"ქეშბექობანა" - აქცია 31 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და აქციაში ჩართვა ლიბერთის ყველა იმ მომხმარებელს შეეძლება, ვინც  გაიაქტიურებს სასურველ შეთავაზებას cashback.ge-ზე ან აპლიკაციაში, პატარებთან ერთად ესტუმრება მეგობარ ობიექტებს და ლიბერთის Visa ბარათით,  ლიბერთის ტერმინალზე გადაიხდის.  

აქციის ფარგლებში, თითოეულ მეგობარ ობიექტში, მომხმარებელი მაქსიმუმ 100 ლარის დაბრუნებას შეძლებს, ხოლო ლიბერთის  „ახალი“ Visa ბარათით დაბრუნებული ქეშბექის მაქსიმალური ოდენობა დამატებით 100 ლარი იქნება. ქეშბექი ანგარიშზე გადახდისთანავე ბრუნდება და მომენტალურადაა ხელმისაწვდომი.

„ლიბერთის სტრატეგიის „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის” ფარგლებში, ჩვენს მომხმარებლებს მუდმივად  ვთავაზობთ მარტივ, თანამედროვე და მათ საჭიროებებზე მორგებულ საბანკო პროდუქტებსა და შეთავაზებებს. ვიმედოვნებთ, ქეშბექის და მეგობარი ობიექტების  ახალი, ერთობლივი აქცია, მომხმარებლებისთვის და მათი პატარებისთვის საინტერესო იქნება და კიდევ უფრო ბევრი ადამიანი მიიღებს მეტ სარგებელს ლიბერთის ბარათების, განსაკუთრებით კი „ახალი“ ბარათის უპირატესობებით.” –  ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი. 

ლიბერთის ლოიალობის პროგრამა ამჟამად 400-მდე მეგობარ კომპანიას აერთიანებს. 

დეტალურად: www.cashback.ge 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023