აქ.ახლა ლიზა ბათიაშვილის მუსიკის კონცეპტი
1 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს პლანეტის ხუთ საუკეთესო მუსიკოსს შორის დასახელებულ ქართველ მევიოლინესთან - ლიზა ბათიაშვილთან ჩაწერილი ინტერვიუ თიბისი კონცეპტის Facebook გვერდის (https://www.facebook.com/tbcconcept/) საშუალებით იხილოს.
ინტერვიუს მოდერატორი პიანისტი და მუსიკათმცოდნე - ნინო ჟვანია იქნება.
წელს წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი ლიზა ბათიაშვილისა და ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივი პროექტით - City Lights (განათებული ქალაქები) გაიხსნა. ამ სახით Deutsche Grammophon-ის 2020 წლის უახლესი ალბომის - „ლიზა ბათიაშვილი & ნიკოლოზ რაჭველი City Lights“ - საკონცერტო ვერსიის მსოფლიო პრემიერა შედგა.
სიბელიუსის სახელობის მუსიკის აკადემიის საპატიო დოქტორის მფლობელი, ბეთჰოვენის ფესტივალის ლაურეატი - ბეთჰოვენის ბეჭდის მფლობელი, ბერნსტაინის კონკურსისა და BBC-ის პროგრამის - „New Generation Artists“ გამარჯვებული, მსოფლიოს საუკეთესო ორკესტრების რჩეული სოლისტი ისეთ მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრებს, როგორიცაა: ახალ რეალობაში მუსიკოსის წინაშე არსებული გამოწვევები; მსოფლიო ასპარეზზე საკუთარი გამოცდილება და წარამტება; შემოქმედება და ალბომები; კლასიკურ მუსიკაში ახალგაზრდების ჩართვის გზები და შესაძლებლობები; მშობლების როლი ახალი თაობისა და მუსიკის ურთიერთობაში; თანამედროვე მუსიკა და პროგრესული იდეები მუსიკაში.
ლიზა ბათიაშვილი წინანდლის ფესტივალის მნიშვნელობაზე, ასევე ინგოლშტადში, Audi-ს საზაფხულო კონცერტებზეც ისაუბრებს, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც თავადაა.
წინანდლის ფესტივალის ფარგლებში, მუსიკოსმა, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, მეორე კონცერტი ახალგაზრდა, ქართველ შემსრულებლებთან ერთად ჩაატარა. ინტერვიუს ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ კლასიკური მუსიკის სამყაროში ნიჭიერი, ქართველი ახალგაზრდები და მათთვის მხარდაჭერის მნიშვნელობა იქნება.