ფინანსები
27/09/2023

ადგილობრივებმა ერთ თვეში ბანკებიდან 5 მლრდ ლარის ვალუტა გაიტანეს

აგვისტოში ფიზიკურმა პირებმა (რეზიდენტმა ფიზიკურმა პირებმა) 18,09 მლრდ ლარი გაანღდეს. მ.შ.  ლარის ბრუნვა 9.6 მლრდ ლარია, მიმდინარე სავალუტო ანგარიშებიდან კი გატანილია 5 მლრდ ლარის ექვივალენტი უცხოურ ვალუტაში. 

სავალუტო ბრუნვის 80%-მდე, 3.99 მილიარდი ლარის, მოდის აშშ დოლარზე.

არარეზიდენტების აგვისტოს ბრუნვაც ძირითადად აშშ დოლარზე მოდის 1.85 მლრდ ლარიდან 1.4 მილიარდის ექვივალენტი აშშ დოლარში. 

01.09.2023-ის მდგომარეობით, საბანკო სექტორში არარეზედინტების და საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირების 24.888 მლრდ ლარის დეპოზიტებია (მიმდინარე ანგარიშები, მოთხოვნამდე და ვადიანი ანაბრები).