ფინანსები
10/12/2021

ADB "საქართველოს ბანკს" მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად $100 მლნ-ს გამოუყოფს

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) “საქართველოს ბანკთან” ხელი მოაწერა 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდასაჭერად.

ADB-ს ინფორმაცით, დაფინანსების ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ქალ მეწარმეებზე და მათი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე საჭირო ფინანსებზე კორონავირუსული დაავადების (კოვიდ-19) პანდემიით გამოწვეული გახანგრძლივებული ეკონომიკური სირთულეების დაძლევის მიზნით.

სრული დაფინანსება მოიცავს $200 მილიონის ოდენობის სესხს (ან მის ექვივალენტს ლარში), რომელიც  ADB-ის, როგორც წამყვანი ორგანიზატორის მიერაა კოორდინირებული და შედგება $100 მილიონის სესხისგან ADB-ის ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსებიდან და $100 მილიონის სესხისგან, რომელიც გაიღო იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ (JICA). ეს პროექტი JICA-სთვის პირველია 2012 წლის შემდეგ საქართველოში განხორციელებული კერძო სექტორის ინვესტირებისა და დაფინანსების ფარგლებში.

მათივე ცნობით, ADB ასევე გამოუყოფს საქართველოს ბანკს ტექნიკურ დახმარებას მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმე ქალების დასახმარებლად, რომლებიც მოწყვლადი არიან კოვიდ-19-ის პანდემიის ეკონომიკური ზეგავლენის წინაშე.  

ADB-ის ვიცე-პრეზიდენტის კერძო სექტორის ოპერაციებისა და საჯარო-კერძო თანამშრომლობის მიმართულებით აშოკ ლავასას განცხადებით,ADB ყოველთვის ცდილობს ითანამშრომლოს საუკეთესო პარტნიორებთან, რომელთა მიზნები ემთხვევა საფინანსო ინსტიტუტის მიზნებს.

JICA-ს კერძო სექტორის თანამშრომლობისა და დაფინანსების დეპარტმენტის გენერალური დირექტორის შოჰეი ჰარას განცხადებით, ამ შემთხვევაში ორივე ორგანიზაციის მიზანია მიაღწიოს ფინანსებზე გაზრდილ ხელმისაწვდომობას, გენდერულ თანასწორობას, სამუშაო ადგილების შექმნას და შეღავათიანი ფინანსური სერვისების მიწოდებას. ეს პროექტი ამ მიზნების განხორციელებას ემსახურება.

ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციების დეპარტამენტის გენერალური დირექტორის სიუზან გაბურის განცხადებით,პროექტი ხელს შეუწყობს გენდერული თანასწორობასა და ქალთა გაძლიერებას გენდერული დისპროპორციის შესამცირებლად.

“საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილის ფინანსების მიმართულებით სულხან გვალიას განცხადებით, ADB-სა და JICA-სთან წარმატებული თანამშრომლობა საშუალებას იძლევა  საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების მეტად საჭირო  გრძელვადიანი დაფინანსება გაგრძელდეს. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022