ფინანსები
14/08/2020

9 აგვისტოს კვირაში ფულადი გზავნილები 6%-ით გაიზარდა-TBC RESEARCH

TBC Research-მა საქართველოს ეკონომიკის აღდგენი დინამიკის შესახებ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. მიმოხილვის თანახმად,9 აგვისტოს კვირაში ფულადი გზავნილები წ/წ 6%-ით გაიზარდა, რაც წინა კვირასთან შედარებით მცირედი ზრდაა.


შემოდინებები აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან ძლიერ ზრდას აჩვენებს. ასევე, ზრდის მაღალ ტემპს ინარჩუნებს შემოდინებები სომხეთიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან.

რუსეთიდან შემოდინებების ზრდის ტემპი კვლავ ნეგატიურია და შემცირებულია. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან (თურქეთის ჩათვლით) შემოდინებების ზრდის ტემპი  მიმდინარე კვირაში უარყოფითი გახდა.


შემოდინებების ზრდა ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან გაიზარდა და ზრდის ორნიშნა ტემპს ინარჩუნებს.

Businesspartner