6 თვიან ჭრილში ქართულ ბანკებს კაპიტალიზაცია გაეზარდა
გასული კვირის ვაჭრობით, თიბისი ბანკის კაპიტალიზაციამ 654 მლნ დოლარი შეადგინა. 6 თვიან ჭრილში ზრდა 30.4%-ია.თუმცა, თუ გასული წლის ამავე პერიოდს შევადარებით თიბისის ღირებულება 6.3%-ით არის შემცირებული.
19.7%-იანი ზრდა აქვს „საქართველოს ბანკს“, რომლის საბაზრო ღირებულება 597 მლნ დოლარით არის განსაზღვრული. წლიურ ჭრილში კლება 25%-ს აღემატება.
„გალტ ენდ თაგარტის“ მონაცემებით, გასულ კვირას საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 12.14 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.76% წინა კვირასთან შედარებით და +32.39% გასულ თვესთან შედარებით.
ვაჭრობის მოცულობამ 275 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 11.04 – 12.48 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 68 ათასი აქცია შეადგინა
რაც შეეხება თიბისი ბანკის ჯგუფს (TBCG LN) აქციები დაიხურა 11.88 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.98% წინა კვირასთან შედარებით და +24.79% წინა თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 1721 ათასს გადააჭარბა, GBP 11.64 – 12.92 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 180 ათასი აქცია შეადგინა.