ფინანსები
16/09/2020

$40 მლნ-იანი ინტერვენციის შემდეგ $1/₾3.1547 გახდა

40 მილიონი დოლარის ინტერვენციის მიუხედავად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1547 ლარი გახდა.შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7440 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.7521 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0081 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.