ფინანსები
02/02/2021

4-წლიანი ტრენდი - უცხოურ ვალუტაში სესხი 100 000-ით ნაკლებ ფიზიკურ პირს აქვს

ეროვნული ბანკის განმარტებით, 2016-2020 წლებში სესხების და დეპოზიტების დოლარიზაცია 14%-ით შემცირდა. 2016 წლის ბოლოსთან შედარებით კი დაახლოებით 100 000 ფიზიკური პირით ნაკლებს აქვს უცხოური სესხი უცხოურ ვალუტაში.


„იქიდან გამომდინარე, რომ დოლარიზაცია მთელი ქვეყნის ეკონომიკის პრობლემაა, როდესაც მცირდება დოლარიზაციის მაჩვენებლები. უმჯობესდება ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი და ბანკებსაც უფრო იაფად შეუძლიათ უცხოური ვალუტის მოზიდვა. შესაბამისად, მცირდება უცხოური ვალუტს სესხის პროცენტიც და მეტი მოტივაცია ჩნდება უცხოურ ვალუტის სესხის გაცემის ან აღების. ამიტომ დოლარიზაციის შემცირება ასეთი ადვილი არ არის. თუ ავიღებთ 2010 წელს, როცა დოლარიზაცია მაქსიმუმზე იყო, ხუთწლიანი იპოთეკური სესხები გაიცემოდა 16%-ში, 2015-ში 9.5%-ში და დღეს არის 7%-თან ახლოს. დოლარიზაცია აქაც არა ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია,“ - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

არჩილ მესტვირიშვილის განმარტებით, დედოლარიზაციის პოლიტიკის წარმატება მხოლოდ ეროვნულ ბანკზე არ არის დამოკიდებული.

„კოვიდ 19-ის მსგავსი შოკები და კრიზისები ამ პროცესის ხელშემწყობი ნამდვილად არ არის. ამასთან, ნორმალურ სიტუაციაში დედოლარიზაციის მსგავსი რეფორმების გატარება საკმაოდ რთულია. როცა რეფორმას ვიწყებდით, ძალიან ბევრი იყო დოლარიზაციის შემცირების მოწინააღმდეგე. თუმცა თუ დავეკითხებით მსესხებელს, მისი გადმოსახედიდან სულ სხვანაირად ჩანს,“ - აღნიშნა არჩილ მესტვირიშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022