ფინანსები
11/12/2020
30 ნოემბერი-6 დეკემბრის კვირაში ფულადი შემოდინებები გაიზარდა
თიბისი კაპიტალის კვირის მიმოხილვის მიხედვით, 30 ნოემბერი-6დეკემბრის კვირაში ფულადი შემოდინებები წინა კვირასთან შედარებით გაიზარდა და წინა წლის ნიშნულს უტოლდება.
შემოდინებები აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან კვლავ ყველაზე ძლიერ ზრდას აჩვენებს. ასევე, ზრდის მაღალ ტემპს ინარჩუნებს შემოდინებები ჩრდილოეთ ამერიკიდან.
რუსეთიდან შემოდინებები წლიურად 25%-ით შემცირდა. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან (თურქეთის ჩათვლით) შემოდინებების ზრდის ტემპი ნეგატიური გახდა.სომხეთიდან შემოდინებების წლიური ცვლილება კვლავ უარყოფით ნიშნულზეა და წ/წ -19% შეადგინა.
შემოდინებების ზრდა ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან რომლებიც ფულადი გზავნილების ყველაზე დიდ ნაწილს შეადგენს კვლავ ნეგატიურია, და წ/წ -4%-ს შეადგენს.