ფინანსები
09/10/2020

24-30 სექტემბრის კვირაში ფულადი გზავნილები 18%-ით გაიზარდა-თიბისი კაპიტალი

თიბისი კაპიტალის კვირის მიმოხილვის მიხედვით, 24-30 სექტემბრის პერიოდში ფულადი გზავნილები წ/წ 18%-ით გაიზარდა.

შემოდინებები აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან ძლიერ ზრდას აჩვენებს.ასევე, ზრდის მაღალ ტემპს ინარჩუნებს შემოდინებები ჩრდილოეთ ამერიკიდან. რუსეთიდან შემოდინებების ზრდის ტემპი კვლავ ნეგატიურია. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან (თურქეთის ჩათვლით) შემოდინებების ზრდის ტემპი 24-30 სექტემბრის პერიოდში
კვლავ უარყოფითი გახდა. სომხეთიდან შემოდინებების წლიური ცვლილება დადებით ნიშნულს დაუბრუნდა.

შემოდინებების ზრდა ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან წინა კვირასთან შედარებით შემცირდა, მაგრამ კვლავ ზრდის ორნიშნა ტემპს ინარჩუნებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები