
220 000-ზე მეტი სამომხმარებლო სესხი გაიცა ერთ თვეში
საცალო დაკრედიტების ზრდა შენელდა, წლიურ (Y.Y) 14,7%-მდე. წლის დასაწყისიდან 1.7%პ-ით (01,2023 -16.4%Y.Y) მთლიანი პორტფელის ზრდას (14%Y.Y) აღემატება, თუმცა სებ-ის პარამეტრებში ჯდება.
ბაზარზე მზარდი მოთხოვნის პირობებშიც სებ-ი რისკებს ვერ ხედავს. დაკრედიტების წლიური ზრდა 13-14%-ის ფარგლებში მდგრადად მიიჩნევა და 15%-მდეც რომ გაიზარდოს მოთოკვის საჭიროება არ დგება. თუმცა არც შემსუბუქების იმედი აქვს ბაზარს. აგვისტო იწურება და შესაბამისად სებ-ი შარშან აგვისტოში შემოღებული რეგულაციის გადახედვის პროცესსაც ასრულებს. დროებითი ნორმის მოქმედების ვადა, სამომხმარებლო სესხების ვადის 3-წლამდე შემცირების, 1 წლით შემოიფარგლება, გაისად გადაიხედება თუ აღარ, სექტემბრის ბოლოს გაირკვევა, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტზე (ფსკ).
ბანკების საცალო პორტფელში სამომხმარებლო სესხების წილი კვლავ მაღალია H1/2023-ის მდგომარეობით, 14.7%-იან ზრდაში სამომხმარებლო კრედიტების წვლილი 6.7%-ია (L/m - 6,62%; L/Y - 9.7%).
სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით, ივნისში 806 600 000 ლარის 220 100 სამომხმარებლო სესხი გაიცა (L/m - 225 200; L/Y - 248 300)
TOP 5 ბანკი სამომხმარებლო სესხებით
H1/2023 | ||
საქართველოს ბანკი | 3 430 526 240 | |
თიბისი ბანკი | 2 627 070 247 | |
ლიბერთი ბანკი | 1,052,596,753 | |
კრედო | 836,533,221 | |
ბაზისბანკი | 226,101,200 | |
₾ |
წყარო: კომერციული ბანკები