ფინანსები
29/10/2020

2024 წლისთვის ქვეყნის 90% გაზიფიცირებული იქნება - გიორგი გახარია

2024 წლისთვის ქვეყნის 90% გაზიფიცირებული იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში მიმდინარეობს მთავრობის მიერ დამტკიცებული გაზიფიცირების 3-წლიანი გეგმა, რომელიც 2022-2024 წლებს შეეხება.

,,გამომდინარე იქიდან, რომ მოსახლეობის მხრიდან ამ პროგრამის გაგრძელებაზე დიდი მოთხოვნა იყო, ჩვენ უნდა განვიხილოთ და დავამტკიცოთ გაზიფიცირების მომდევნო 3-წლიანი გეგმა.აღნიშნულიპროექტი 2024 წელს სრულად დასრულდება.აღსანიშნავია, რომ საქართველოს, ევროპაში, გაზიფიცირების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ექნება. ანუ, საუბარია, ქვეყნის თითქმის სრულად, 90%-ით გაზიფიცირებაზე" - განაცხადა გიორგი გახარიამ.

Businesspartner