ფინანსები
03/10/2023

2022 წლის წლიური ანგარიში ანგარიშგების პორტალზე 69 815-მა საწარმომ წარადგინა

ოთხივე ზომითი კატეგორიის კომპანიისთვის ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ვადა ამოიწურა. ბოლო მონაცემებით, 2022 წლის წლიური ანგარიში ანგარიშგების პორტალზე 69 815-მა საწარმომ წარადგინა. ეს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით შემცირებულია. 2021 წლის  ანგარიში 78 258-მა კომპანიამ გაასაჯაროვა.

როგორც BDO-ს ბიზნეს სერვისების და აუთსორსინგის მიმართულების დირექტორი „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტავს, პრაქტიკამ აჩვენა, რომ კომპანიების 90% აქვეყნებს ფინანსურ ანგარიშგებას.

„როგორც პრაქტიკაში ვხედავთ, საწარმოები ბევრად მომზადებულები არიან, ვადებსაც მეტად იცავენ. ყოველწლიურად საშუალოდ, კომპანიების 90% წარადგენს საკუთარი შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ არსებულ ინფორმაციას.   როგორც იცით, 2016 წლიდან არსებობს საჯარო სივრცე,  „რეპორტალი“, სადაც ფინანსური აჩვენებლებს აქვეყნებს ოთხივე ზომითი კატეგორიის კომპანია. ეს მონაცემები საინტერესოა რამდენიმე დაინტერესებული მხარისთვის. მათ შორის ინვესტორებისთვის, ბიზნესპარტნიორებისთვის, საბანკო სექტორისთვის და თუნდაც,  დასაქმებულებისთვის.  სამსახურის მაძიებლები ამ ფინანსური მონაცემებიდან იგებენ რამდენად სანდო და სტაბილურია ესა თუ ის კომპანია და ღირს თუ არა იქ დასაქმება.“-აღნიშნა თამარ კუხიანიძემ.

ცნობისთვის, ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნების ვალდებულება მსხვილ კომპანიებს 2017 წლიდან დაევალათ. საწარმოები ოთხ კატეგორიად იყოფიან, მეოთხე გატეგორიის კომპანიებისთვის ფინანსური ანგარშგების მომზადებისა და გამოქვეყნების ვადა თავდაპირველად 2019 წლიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა რეგულაცია 2021 წლამდე გადავადდა.

შეგახსენებთ, კომპანიებს ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ვადა 2 ოქტომბრამდე ჰქონდათ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022