ფინანსები
14/09/2022

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შედის - პარლამენტი პროექტის განხილვას იწყებს

პარლამენტი 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვას იწყებს. 

პროექტის თანახმად, 2022 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, თავდაპირველი 6%-დან 8.5%-მდე იზრდება. მშპ-ს დეფლატორის პროგნოზი განისაზღვრება 10.5%-ის ოდენობით. განახლდა ნომინალური მშპ-ს მაჩვენებელიც და მისი მოცულობა თავდაპირველად დაგეგმილი 64.8 მლრდ ლარის ნაცვლად განისაზღვრება 72.2 მლრდ ლარის ოდენობით. 

წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით 2022 წელს ვალის აღების მაჩვენებელი მცირდება 710,5 მლნ ლარის ოდენობით და წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალის მოცულობა შეადგენს მშპ-ს 39.6%-ს.

პროექტის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი იზრდება 489.7 მლნ ლარით და შეადგენს 19 852,3 მლნ ლარს.

სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები ჯამურად შეადგენს 19 651,2 მლნ ლარს, რაც დამტკიცებული გეგმასთან შედარებით გაზრდილია 480,1 მლნ ლარით.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრა 6 237,3 მლნ ლარით, რაც თავდაპირველ დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 210,0 მლნ ლარით.

მათ შორის გათვალისწინებულია:

  • სოციალურად დაუცველი ბავშვების ყოველთვიური დახმარება მიმდინარე წლის 1 ივნისიდან გაიზარდა 50 ლარით და განისაზღვრა 150 ლარის ოდენობით, შესაბამისად პროგრამის დასაფინანსებლად დამატებით გამოიყოფა 86,2 მლნ ლარი;
  • მაღალმთიან დასახლებებში დაწესებული შეღავათების დასაფინანსებლად დამატებითგამოიყოფა 4,0 მლნ ლარი;
  • სასწრაფო დახმარების სამსახურის შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის დამატებითგამოყოფილია 15,0 მლნ ლარი;
  • რეფერალური მომსახურების დასაფინანსებლად დამატებით გამოყოფილია 20,0 მლნ ლარი;
  • ახალი კორონავირუსის მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის დამატებით გამოყოფილია 45,0 მლნ ლარი;
  • მიმდინარე წელს დაიწყო საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა, რომლისთვისაც გამოიყოფა 39,8 მლნ ლარი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნებები 2022 წლის თავდაპირველ გეგმასთან შედარებით იზრდება 150.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 743,1 მლნ ლარის ოდენობით.

მათ შორის გათვალისწინებულია:

  • საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე წელს დაწყებულიახალი პროგრამის დასაფინანსებლად გამოიყოფა 40,0 მლნ ლარი;
  • რთველის დასაფინანსებლად დამატებით გამოიყოფა 40,0 მლნ ლარი;
  • შეღავათიანი აგროკრედიტების დააფინანსებლად დამატებით გამოიყოფა 55,0 მლნ ლარი;
  • პროგრამის - „დანერგე მომავალი“ დაფინანსება გაზრდილია 10,0 მლნ ლარით;
  • გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ასიგნებები გაზრდილია 5,0 მლნ ლარით.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 80,0 მლნ ლარით განისაზღვრება 2 975,0 მლნ ლარის ოდენობით.

როგორც განმარტებით ბარათში წერია, ასიგნებების ზრდა ძირითადად დაკავშირებულია 2023 წელს საქართველოში დაგეგმილი ფეხბურთში ევროპის 21
წლამდე ჩემპიონატის მასპინძლობისთვის საფეხბურთო სტადიონების მშენებლობა- რეაბილიტაციასთან. გარდა ამისა, სამინისტროს ასიგნებების ფარგლებში ხორციელდება პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება და პროგრამები განსაზღვრულია შემდეგიმოცულობით:

  • საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია - 1 852,9 მლნ ლარი;
  • რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია - 531,5 მლნ ლარი;
  • წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია 444,9 მლნ ლარი;
  • მყარი ნარჩენების მართვა - 33,5 მლნ ლარი;
  • ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია - 93,0 მლნ ლარი;
  • სხვა დანარჩენი პროგრამები - 19,2 მლნ ლარი;

თავდაცვის სამინისტროს ასიგნებები 2022 წლის თავდაპირველ გეგმასთან შედარებით იზრდება 80.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 1 082,4 მლნ ლარის ოდენობით. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება იზრდება 70,0 მლნ ლარით და განისაზღვრება 935,0 მლნ ლარის ოდენობით. დამატებითი თანხიდან 50,0 მლნ ლარი გათვალისწინებულია ახალი სამაშველო ვერტმფრენების შესყიდვის ნაწილობრივ დასაფინანსებლად, ხოლო 20,0 მლნ ლარი გათვალისწინებულია პოლიციელებისთვის საცხოვრებელი ბინების მშენებლობის (პოლიციის ქალაქი) ნაწილობრივ დასაფინანსებლად;

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 43.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 400,8 მლნ ლარით. ასიგნებების ზრდა ძირითადად დაკავშირებულია სპორტული ფედერაციების მხარდაჭერასთან (11,9 მლნ ლარი), მიღწეული შედეგების გათვალისწინებით სპორტსმენებისთვის დაწესებული ჯილდოების ანაზღაურებასთან (25,0 მლნ ლარი) და 2023 წელს სათხილამურო სპორტში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო ხარჯების ნაწილობრივ დაფინანსებასთან;

იუსტიციის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 10.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 320,6 მლნ ლარის ოდენობით, რაც გამოწვეულია პენიტენციური დაწესებულებების შეუფერხებლად დაფინანსებით და პატიმართა სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებით;

 

Businesspartner