ფინანსები
28/02/2023

"2021 წლიდან 11 ბანკი და 32 მისო დაჯარიმდა" - სებ-ი განცხადებას ავრცელებს

2021 წლიდან სულ დაჯარიმებულია 181 საზედამხედველო სუბიექტი, - მონაცემებს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

მთლიანობაში დაჯარიმებული სუბიექტებიდან 11 კომერციული ბანკია, 12 - საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, საბროკერო კომპანია - 5, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია - 32, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი - 3, სესხის გამცემი სუბიექტი - 6, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი - 112.

სებ-ი განმარტავს, რომ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ადგილზე ინსპექტირების გზით რეგულარულად ამოწმებს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს.

"შემოწმების შედეგად, ფინანსური ინსტიტუტისთვის განისაზღვრება შესაბამისი რეკომენდაციები და გასატარებელი ღონისძიებები. საფინანსო სექტორის წარმომადგენელს, საზედამხედველო ზომის სახით, შესაძლოა ასევე ფულადი ჯარიმაც დაეკისროს. ფინანსური ინსტიტუტების მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სანქციების დაწესება  მიზნად ისახავს მათი შიდა კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესებას.

ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო სექტორის წარმომადგენლისთვის დაკისრებული სანქციის შესახებ ინფორმაცია საჯარო გახდა  და ის 2020 წლიდან ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე რეგულარულად ქვეყნდება. 

ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებას ექვემდებარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღმკვეთი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის გამო გამოყენებული ყველა ტიპის სანქცია, მიუხედავად სანქციის სახის, კატეგორიის, შინაარსის, ფულადი ჯარიმის ოდენობისა და დარღვევის მატერიალურობისა", - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ჯარიმების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ეროვნული ბანკის ვებგვერდზე

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023