ფინანსები
05/04/2021

2020 წლის მონაცემებით, სადაზღვევო ბაზრის ლიდერი "ჯიპიაი ჰოლდინგია“

2020 წლის მონაცემებით, მოზიდული სადაზღვევო პრემიით ბაზარზე ისევ „ჯიპიაი ჰოლდინგი“ (128.95 მლნ. ლარი) ლიდერობს, მას მოსდევს “ალდაგი“ (106.92 მლნ.ლარი), „თიბისი“ (89.30 მლნ. ლარი),„იმედი L“ (71.67 მლნ. ლარი).

მეხუთე ადგილზეა „არდი“ (59.57 მლნ. ლარი).ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.

2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი სურათი შემდეგი იყო: პირველ ადგილზე ისევ  „ჯიპიაი ჰოლდინგი“,106.93 მლნ ლარით ლიდერობდა, მეორე ადგილს  99.45 მლნ ლარით „ალდაგი“ იკავებდა,84.22 მლნ ლარით მესამე ადგილზე იმედი L“  იყო,მეოთხე ადგილზე კი  81.32 მლნ ლარით „თიბისი დაზღვევა“ იყო, მეხუთე ადგილზე კი  54.07 მლნ ლარით „არდი“ პოზიციონერობდა.

2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიებს.2020 წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 667,3 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 172,5 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 47,6 მილიონი ლარი.

 სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 915,8 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 279,1 მილიონ ლარს.