ფინანსები
05/08/2020
2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება - კობა გვენეტაძე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, განახლებული პროგნოზით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის 5%-იანი შემცირებაა მოსალოდნელი.
„ზრდის პროგნოზის გადახედვა გლობალური ეკონომიკური აქტივობისა და საგარეო მოთხოვნის უფრო დიდ, მოსალოდნელ შემცირებას უკავშირდება, ვიდრე ეს პანდემიის საწყის ეტაპზე იკვეთებოდა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია ინფლაციების მოლოდინების კუთხით რისკები, რაც მიზნობრივზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებლის ხანგრძლივად შენარჩუნებას ახლავს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.