2020 წელს ქვეყანაში დაზღვეული ავტომობილების რაოდენობა შემცირდა
დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 93,196 ავტომობილია დაზღვეული, რაც საერთო ავტოპარკის 6%-ია.
სადაზღვევო ბაზრის 2020 წლის მიმოხილვის თანახმად, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში დაზღვეული იყო 95,758 ავტომობილი, რაც მთლიანი ავტოპარკის 7%-ს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ წინა წლებში ავტობილების დაზღვევის მაჩვენებელი მცირე ტემპებით, თუმცა მაინც იზრდებოდა. მაგალითად, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის მონაცემებით, იმ პერიოდში დაზღვეული იყო 75,863 ავტომობილი (მთლიანი ავტოპარკის 7%).
2020 წელს კი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაზღვეული ავტომობილების რაოდენობა 2 562-ით შემცირდა.
2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიებს. 2020 წლის განმავლობაში სადაზღვევო ინდუსტრიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 667,3 მილიონი ლარის სადაზღვევო პრემია მოიზიდა. კომპანიების ჯამური სადაზღვევო მოგება 172,5 მლნ ლარი, წმინდა მოგებამ კი 47,6 მლნ ლარი.
სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 915,8 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 279,1 მილიონ ლარს.