ფინანსები
01/05/2020
2019 წელს კომერციული ობლიგაციების ბაზარი 25%-ით გაიზარდა
2019 წელს კომერციული ობლიგაციების ბაზარმა 25%-იანი ზრდა აჩვენა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციული ობლიგაციების ნაშთები პერიოდის ბოლოს 1.9 მლრდ ლარზე მეტი იყო.
ბაზრის ზომამ მთლიანი შიდა პროდუქტის 4.02% შეადგინა (კორპორაციული ობლიგაციების ზრდა: 21 % ; ზომა მშპ-სთან მიმართებით: 1.55 %).
გამოშვებული კომერციული ობლიგაციების 63%-ს ფინანსური ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ჩათვლით) ლარით დენომინირებული ობლიგაციები შეადგენს.
ადგილობრივი ვალუტის ობლიგაციების ბაზრის განვითარებაში სახაზინო ობლიგაციების როლი საკმაოდ დიდია. აღსანიშნავია, რომ ამ სეგმენტშიც 2019 წელს მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა და მისმა მოცულობამ მთლიანი შიდა პროდუქტის 7.8 პროცენტს მიაღწია.