ფინანსები
25/09/2020
20 სექტემბრის კვირაში ფულადი გზავნილები 17%-ით გაიზარდა
თიბისი კვლევის მიხედვით, 20 სექტემბრის კვირაში ფულადი გზავნილები წ/წ 17%-ით გაიზარდა. შემოდინებები აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან ძლიერ ზრდას აჩვენებს. ასევე, ზრდის მაღალ ტემპს ინარჩუნებს შემოდინებები სომხეთიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან.
ამავდროულად, 14-20 სექტემბრის კვირაში. რუსეთიდან შემოდინებების ზრდის ტემპი კვლავ ნეგატიურია. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან (თურქეთის ჩათვლით) შემოდინებების ზრდის ტემპი კვლავ დადებითი გახდა
შემოდინებების ზრდა ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან კვლავ ზრდის ორნიშნა ტემპს ინარჩუნებს და წინა კვირასთან შედარებით ზრდა ფიქსირდება.