ფინანსები
23/10/2020

12-18 ოქტომბრის კვირაში ფულადი გზავნილები 13%-ით გაიზარდა-თიბისი კაპიტალი

თიბისი კაპიტალის კვირის მიმოხილვის მიხედვით, 12-18 ოქტომბრის პერიოდში ფულადი შემოდინებები წ/წ 13%-ით გაიზარდა.

შემოდინებები აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან კვლავ ყველაზე ძლიერ ზრდას აჩვენებს. ასევე, ზრდის მაღალ ტემპს ინარჩუნებს შემოდინებები ჩრდილოეთ ამერიკიდან.რუსეთიდან შემოდინებების ზრდის ტემპი კვლავ უარყოფითია და -13% შეადგინა. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან (თურქეთის ჩათვლით) შემოდინებების ზრდის ტემპი
12-18 ოქტომბრის პერიოდში კვლავ დადებითი გახდა. სომხეთიდან შემოდინებების წლიური ცვლილება კვლავ დადებით ნიშნულზეა და წ/წ +33% შეადგინა.


შემოდინებების ზრდა ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან წინა კვირასთან შედარებით შემცირდა, თუმცა კვლავ ზრდის ორნიშნა ტემპს ინარჩუნებს.