ფინანსები
24/09/2020

1-ელი ოქტომბრიდან ₾-ის ოფიციალურ კურსს Bmatch-ზე გარიგებები დაადგენს

პირველი ოქტომბრიდან ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული გარიგებებით დადგინდება. თუ დღეს გაცვლითი კურსი შეზღუდული მოცულობის სავალუტო ოპერაციებით დგინდება, ახალი პლატფორმის შემთხვევაში კურსის განსაზღვრაში ტრანზაქციების ფართო სპექტრი იქნება ასახული.

Bmatch პლაფორმაზე სატესტო რეჟიმში უკვე ვაჭრობს 15 ბანკი, 5 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რამდენიმე კომპანია და ერთ-ერთი უცხოური საინვესტიციო ფონდი.

ეროვნული ბანკი ელის, რომ მომავალი კვირიდან სისტემაში მონაწილეთა რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება.

კომპანიებს ექნებათ არჩევანი, ან თავად ჩაერთონ ტერმინალში და მისი მეშვეობით პირდაპირ ივაჭრონ ვალუტით ან განაცხადები ბანკების  დახმარებით განათავსონ. შედეგად, ისინი აღარ იქნებიან შეზღუდული გარიგებების ერთ ბანკთან დადებით, არამედ ივაჭრებენ პლატფორმაში განთავსებულ სხვა სუბიექტებთან. 

ცენტრალურ ბანკში ელიან, რომ რეფორმას სავალუტო ბაზარზე დადებითი გავლენა ექნება.