ფინანსები
22/06/2021

1-ელ აპრილამდე ზედმეტად გაცემული პენსია დაბრუნებას არ ექვემდებარება

2021 წლის 1 აპრილამდე ზედმეტად გაცემული პენსია ლეგალიზებულად ითვლება და დაბრუნებას არ ექვემდებარება, - შესაბამისი ცვლილება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონში შევიდა.

ცვლილების მიხედვით, შეწყდება ყველა სახის ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებები ამ მიმართულებით.

შედეგად, პენსიიდან დაკავებული თანხა, აგრეთვე პენსიის ზედმეტად გაცემის გამო შესაბამისი დავალიანების მქონე პირის მიერ ნებისმიერი სხვა ფორმით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.

 

 

 

Businesspartner