1-ელ აპრილამდე "ვითიბი" ყველა მომხმარებელს გაისტუმრებს
ვითიბიში სესხის აღების და დეპოზიტის განთავსებასთან ერთად აღარც გზავნილების მიღება/გაგზავნაა შესაძლებელი. მანამდე ვითიბი ინტელექსპრესის და მანიგრამის გზავნილებს ემსახურებოდა (ბანკში მიუსვლელადაც) და ფილიალში ნაღდდებოდა „ზოლოტაია კორონას“ და „ვესტერნ იუნიონის“ გზავნილები.
როგორც ბანკში აღნიშნეს, შეზღუდვაა საბარათე ოპერაციებზე, მათ შორის სახელფასე კლიენტებისთვის. იმ კატეგორიისთვის, ბაზისბანკის ანგარიშის ნომრის აღება დამსაქმებლისთვის ვერ მოესწრო. ვითიბიში აცხადებენ, რომ სალაროსთან რიგის მიუხედავად ყველას მოემსახურებიან.
სალარო იურიდიულ პირებს არ ემსახურება. ეს კატეგორია დაელოდება მისი ანგარიშის ლიბერთიში გადატანას და ეს პროცესი 1 აპრილამდე მთლიანად დასრულდება.
ვითიბის აქტივის ნაწილი ბაზისბანკმა, ნაწილი კი ლიბერთიმ გადაიბარა, მათ შორის 600 მლნ ლარის საცალო დეპოზიტები, 595 მლნ ლარის საცალო პორტფელი და 200 მლნ-ის იურიდიული პირების.
ამ დროისთვის საცალო კლიენტებისთვის სალარო ოპერაციები სრულდება ერთი, ცენტრალური ფილიალით (ჭანტურიას 14). თბილისში ვითიბის 1 ფილიალი დაიხურა და 9 ბაზისბანკს გადაეცა, რეგიონებში 10 ფილიალი რჩება, სადაც უკვე კლიენტებს ბაზისბანკი ემსახურება.
სავალუტო ანგარიშიდან საცალო მომხმარებელი მხოლოდ ლარს გაიტანს, ბანკის კომერციული კურსით $1/ ₾3.36.
სებ-ი ლიცენზიის გამოთხოვაზე არაფერს ამბობს. რაც სავარაუდოდ სებ-ში ვითიბის ყველა ანგარიშის მათ შორის ნოსტრო ანგარიშის დახურვის შემდეგ არის მოსალოდნელი. ამ დროისთვის, ვითიბის სებ-ში უცხოურ და ლარში მოზიდულ სახსრებზე რეზერვები აღარ გააჩნია.
ბანკს პორტფელის გარდა 70 მლნ ლარზე მეტი ღირებულების აქტივი რჩება, მათ შორის უძრავი ქონება (სებ-ის მეთოდოლოგიით, 71 მლნ ლარის ძირითადი საშუალებები და არამატერიალური აქტივები ცვეთის გამოკლებით).