ფინანსები
04/02/2022
1 დოლარი Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 3 ლარზე ნაკლები ღირს
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ლარი გამყარების ტრენდს ინარჩუნებს. დოლარის ფასი უკვე 3-იან ნიშნულს ჩამოსცდა, ეს მაჩვენებელი 2020 წლის ივნისის შემდეგ არ დაფიქსირებულა.
დილიდან 1 დოლარის შეთავაზების ფასი 2.995-იანი ნიშნულით დაიწყო, დღის განმავლობაში იყო ცვლილებაც, თბილისის დროით, 14:02 სთ-ზე კი 1 აშშ დოლარის შეთავაზების ფასი 2.985 ლარია.
წლიურად ლარი ამ დროისთვის 3.53%-იან გამყარებას აჩვენებს