ფინანსები
09/03/2022
1 დოლარი 3.4019 ლარი გახდა
სავალუტო აუქციონმა ლარს ვერ უშველა.
9 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი ისევ გამყარდა და 3.4019 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.28 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.7360 ლარია. ევროს ცვლილებამ 5.58 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2325 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 4.4806 ლარი ეღირება.
შეგახსენებთ, რომ სებ-მა დღეს ბაზარს დოლარი მიაწოდა, თუმცა სავალუტო აუქციონზე გამოტანილი $50 მლნ-დან მხოლოდ $39,57 მლნ გაიყიდა. აუქციონზე საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.3947 შეადგინა.