ფინანსები
12/08/2020
1 დოლარი 3.0785 ლარი ღირს
12 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.0785 შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0038 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6237 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6272 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0035 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.