ფინანსები
28/12/2020

1 და 2-თეთრიანი მონეტების მიმოქცევის ვადა იწურება

1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევაში საგადამხდელო საშუალებად გამოყენების ვადა 2020 წლის ბოლოს იწურება.

1-ელი იანვრიდან ერთი წლის განმავლობაში 1 და 2-თეთრიანი მონეტების გადაცვლა საქართველოს ეროვნული ბანკსა და კომერციული ბანკებში იქნება შესაძლებელი, 2022 წლის პირველი იანვრიდან კი - მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკში, უვადოდ.

შეგახსენებთ, რომ სებ-ის შესახებ ორგანულ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, 2019 წლის პირველი იანვრიდან ნაღდი ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპი დამრგვალების მეთოდით შეიცვალა. დამრგვალების მეთოდი მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორების პროცესში როგორც ერთეული, ასევე, რამდენიმე პროდუქტის ან მომსახურების ჯამურ ღირებულებაზე ვრცელდება, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორება კი უცვლელად, ერთი თეთრის სიზუსტითაა შესაძლებლებელი.