ფინანსები
14/09/2020

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1308 ლარი გახდა

14 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად  ლარი გაუფასურდა. შედეგად, 1 აშშ დოლარი 3.1308 გახდა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0168 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7178 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6929 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0249 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
Businesspartner