ფინანსები
05/11/2020
1 აშშ დოლარი უკვე 3.4000 ლარი ღირს
5 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად,ლარი დოლართან მიმართებაში 0.0591 თეთრით გაუფასურდა. შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4000 ლარი გახდა.დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0591 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.0137 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9042 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.1095 შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გუშინ მორიგი ინტერვენცია განახორციელა.ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 60 მლნ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2439 შეადგინა.
ეროვნულმა ბანკმა 13 მარტიდან დღემდე სავალუტო აუქციონზე $709,65 მლნ აქვს გაყიდული.