ფინანსები
06/11/2020

1 აშშ დოლარი 3.3613 ლარი ღირს

6  ნოემბრის ვაჭრობის შედეგად,ლარი დოლართან მიმართებაში 0.0387 თეთრით გამყარდა. შესაბამისად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3613 ლარი გახდა.

დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0387 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9892 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0137 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0245 შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 4 ნოემბერს მორიგი ინტერვენცია განახორციელა.ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 60 მლნ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2439 შეადგინა.

ეროვნულმა ბანკმა 13 მარტიდან დღემდე სავალუტო აუქციონზე $709,65 მლნ აქვს გაყიდული.