ფინანსები
01/12/2020

1 აშშ დოლარი 3.3185 ლარი ღირს

1 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან გამყარდა. შესაბამისად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3185 ლარი გახდა.

დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0068 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9722 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9840 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0118 შეადგინა.