ფინანსები
31/10/2023

1 აშშ დოლარი 2.7079 ლარი ღირს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7079 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7048 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0031 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8877 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8603 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0274 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.