ფინანსები
23/10/2020
1-20 ოქტომბრის პერიოდში იპოთეკური სესხების გაცემა 40%-ით გაიზარდა
ოქტომბერში ახალ გაცემულ იპოთეკურ სესხებში ზრდა ფიქსირდება. თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, 1-20 ოქტომბრის პერიოდში გაცემული იპოთეკური სესხების წლიურმა ცვლილებამ +40% შეადგინა.
6 ივლისიდან დღემდე გაცემულ იპოთეკურ სესხებში სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციართა წილი კლებას განაგრძობს და წინა კვირასთან შედარებით 0.2 პპ-ით შემცირდა.
1-16 ოქტომბრის პერიოდში თბილისში ბინების გაყიდვების რეგისტრაციის წლიური ცვლილება კვლავ უარყოფითია და -3% შეადგინა.