ენერგეტიკა
28/10/2022
ვიქტორ ორბანი: ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია ევროპის ენერგოკრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია
უნგრეთის პრემიერი ევროპის ენერგოკრიზიდან გამოსავალს ენერგიის წყაროების დივერსიფიცირებაში ხედავს. ვიქტორ ორბანმა "ტვიტერში" დაწერა, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების გზები განვიხილა.
„კარგი შეხვედრა მქონდა ბუდაპეშტში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. განვიხილეთ ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების გზები. ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია ევროპის ენერგოკრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია“, - წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.