ენერგეტიკა
01/03/2021

"უ-ჰესოდ საქართველო კიდევ უფრო დამოკიდებული გახდება იმპორტირებულ, ძვირიან ელენერგიაზე"

საქართველოს ბიზნესასოციაციის იურიდიული დირექტორი ნიკა ნანუაშვილი სოციალურ ქსელში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ აქციებს ეხმიანება.

ის წერს, რომ ამ შემთხვევაშ მნიშნელოვანია ადამიანებს, რომლებიც აქციას მართავენ ჰესების მშენებლობის მნიშნელობა აუხსნან.

"ყველა ადამიანს აქვს უფლება:


1. იცოდეს სიმართლე
2. გააკეთოს არჩევანი

სიმართლის არცოდნა აპრიორი გამორაცხავს არჩევანის გაკეთების უფლებას

"არა ჰესებს" კამპანია ამის ცოცხალი მაგალითია
სიმართლე კი შემდეგია:

ა) დიახ, ჰესებს აქვთ გავლენა კლიმატზე
ბ) დიახ, ჰესის მშენებლობა გულისხმობს რამდენიმე ჰექტარი ნაყოფიერი მიწის/ტყის დატბორვას
გ) დიახ, ჰესის მშენებლობით ზარალდება ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი
დ)არა, ჰესის მშენებლობა არ გამოიწვევს ქუთაისის დატბორვას
ე) იმ სიმძლავრის მიწისძვრის შემთხვევაში, რომელიც ჰესს დაანგრევს, ყველანაირი ჰესის გარეშეც კი ქვა ქვაზე აღარ დარჩება ქუთაისისგან კი არა, თბილისისგანაც
უ_ჰესოდ საქართველო კიდევ უფრო დამოკიდებული გახდება იმპორტირებულ, ძვირადღირებულ ელენერგიაზე, რაც ნიშნავს მილიონობით დოლარის გასავალს ყოველწლიურად, უარყოფითი სავაჭრო ბალანსის ზრდას და ლარის კურსზე დამატებით ზეწოლას
უ_ჰესოდ ვერ აშენდება ქვეყანაში ახალი ქარხნები კი არა, ახალი სასტუმროებიც კი, რადგან ქვეყნის განვითარების კვალდაკვალ იზრდება მოთხოვნა ელენერგიაზე - რომელიც აღარ გვაქვს.
უ_ჰესოდ გარდაუვალია ელენერგიის საფასურის ზრდა, რასაც თან აუცილებლად მოსდევს ფასების ზრდა სამომხმარებლო პროდუქციაზე და ამას უკვე ვეღარ დაასუბსიდირებს ბიუჯეტი

აი ეგეთი "მარტივი" არჩევანია გასაკეთებელი

მაგრამ ამ სიმართლეს ამ ხალხს მათსავე ენაზე არავინ უხსნის (პირველ რიგში ისინი, ვისი პირდაპირი ვალიცაა ეს) და ისინიც უსმენენ იმათ, ვინც მათ ენაზე ელაპარაკება, ოღონდ სიმართლეს არა

თორემ

ტვიში მსოფლიოს კი არა, ქართველების 5%-საც კი არ ექნება გასინჯული და არა მგონია ერი გადავშენდეთ თუ რამდენიმე ასეული ტონით შემცირდება ამ ჯიშის ყურძნის მოსავალი ქვეყანაში
ყველაფერს თავისი ფასი აქვს

"ტორტი და კაიბიჭობა" ერთად არ გამოდის

თბილისის თბილ ოფისში იღლიაში გრანტამოდებულ პოზაში სოციალური პოპულიზმის ფრქვევა ყველაზე კომფორტული, მაგრამ მავნებლური პოზაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანებს ნახევრად სიმართლეს აჯერებ და ამ ყველაფრის ფასს არ ეუბნები", - წერს სოციალურ ქსელში ნიკა ნანუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა.

Businesspartner