ენერგეტიკა
11/03/2021

თორნიკე ყაზარაშვილი: პროტესტის გამო 20-მდე მცირე და საშუალო ზომის ენერგოპროექტია შეჩერებული

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ხალხის პროტესტის გამო 20-მდე მცირე და საშუალო ზომის ენერგეტიკული პროექტია გაჩერებული.

როგორც ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ამ შემთხვევაში საუბარია ისეთ პროექტებზეც კი, რომლებსაც გარემოზე თითქმის ნულოვანი ზემოქმედების მოხდენა შეუძლია.

„აქ ვსაუბრობთ მცირე პროექტებზე, ისეთებზე, რომლებსაც მინიმალური და ნულამდე მიახლოებული გავლენა, შესაძლოა, ჰქონდეს გარემოზე. თუმცა, მიუხედავად ამისა, აქაც არის პროტესტი. ეს რა თქმა უნდა უარყოფითად მოქმედებს იმ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე, რომლებიც ხორციელდებოდა ჩვენს ქვეყანაში და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო ბოლო წლების განმავლობაში. უცხოურ კომპანიებს უკვე გარკვეული შიში აქვთ, რომ თუ განახორციელებენ რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიციას, გარანტია არ აქვთ რომ პროტესტის გამო, მშენებლობის ფაზაზე გადავლენ,“ - განაცხადა თორნიკე ყაზარაშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022