ენერგეტიკა
11/02/2021

თელასის მომხმარებლებმა ელენერგიის მოხმარება შეამცირეს

თელასის მომხმარებლებმა 2020 წელს 268 მლნ კვტ.სთ-ით ნაკლები ელექტროენერგია მოიხმარეს.

წლიური მოხმარება 2,635 მილიარდი კვტ-სთ -ია, რაც 9.2%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

თელასში აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის მოხმარების კლება პანდემიის გამო გამომოცხადებულემა შეზღუდვებმა განაპირობა.

„2020 წელს 2019 წელთან შედარებით 9,8%-ით (270 მილიონი კვტ*სთ-ით) შემცირდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის მოცულობა და 2,477 მილიარდი კვტ*სთ-ი შეადგინა. ამ მაჩვენებლის შემცირებაც ეკონომიკის მრავალ სფეროში საქმიანობის შეზღუდვამ განაპირობა.

„თელასის“ საოპერაციო მონაცემების მიხედვით, აბონენტთა რაოდენობა 2020 წლის მონაცემებით 2019 წელთან შედარებით 3,5%-ით (23,2 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 680,6 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 613,2 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 67,4 ათასი – იურიდიური პირი.

 

Businesspartner