ენერგეტიკა
08/09/2020
"თელასი" ზარალზეა
"თელასი" ზარალზეა. კომპანიამ СOVID 19 -ის პანდემიის პირობებში რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების შემცირებაზე განაცხადა.
6 თვის მონაცემებით, „თელასმა“ რეალიზაციიდან 190.59 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, მაშინ როცა 2019 წლის ამავე პერიოდში შემოსავალი 226 მლნ-ს აღემატებოდა.
პანდემიის ფონზე მკვეთრად შემცირდა როგორც მოსახლეობის მიერ მოხმარებული, ასევე კომერციული და სამრეწველო სექტორის მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობა.
ელექტროენერგიის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები
2020 წლის 6 თვე | 2019 წლის 6 თვე | |
მოსახლეობა | 65.7 მლნ | 81.38 მლნ |
კომერციული სექტორი | 107.05 მლნ | 125.33 მლნ |
სახელმწიფო სექტორი | 11.19 მლნ | 12.55 მლნ |
სხვა | 3.6 მლნ | 3.9 მლნ |
გადაცემა | 2.9 მლნ | 2.8 მლნ |
მინუსშია საერთო მოგება (-1.6 მლნ) და მოგება საოპერაციო საქმიანობიდან (-53 მლნ).
ნახევარწლიური ზარალი კი, 49.209 მლნ ლარს შეადგენს, შარშან 6 თვეში მიღებული 4.18 მილიონიანი მოგების შემდეგ.