"თელასი"-ს აბონენტთა რაოდენობა გაიზარდა
2022 წლის 9 თვეში კომპანია "თელასმა" 2.241 მილიარდი კვტ.სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 8.2% აღემატება 2021 წლის ამავე პერიოდში განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული მატება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა.
"თელასი"-ს აბონენტთა რაოდენობა 2022 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით 2021 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 3.2%-ით, 22 000 აბონენტით გაიზარდა და 719 000-ზე მეტი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 648 000-ზე მეტი ფიზიკური პირია, ხოლო 71 ათასზე მეტი, იურიდიული პირი.
2022 წლის 9 თვის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 6 566 კმ შეადგინა, რაც 4,5%-ით (282 კმ-ით) აღემატება 2021 წლის 9 თვის მაჩვენებელს (6 284 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციის და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.