ენერგეტიკა
01/03/2023
ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტი მზის ენერგიით მომარაგდება
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მერვე კორპუსისის სახურავზე მზის ელექტროსადგური დამონტაჟდა, რომლის სიმძლავრე 200 კვტ-ია, - ინფორმაციას HELIOS ENERGY ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, გამომუშავებული ელექტროენერგია სრულად დაფარავს მე-8 კორპუსის მოხმარებას, რომელშიც ენერგეტიკის ფაკულტეტია განთავსებული.
მათივე ინფორმაციით, ჭარბი გამომუშავება გადადინდება და მოხმარდება უნივერსიტეტის სხვა კორპუსებსაც, რაც ყოველწლიურად 65 000 ლარამდე დანაზოგს მისცემს უნივერსიტეტს, ხოლო ბუნებაში 103 ტონით ნაკლებ CO-ს გამოფრქვევა მოხდება.
პროექტი ლიეტუვის გარემოს დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაფინანსებით,ასევე საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.