სსე: საერთაშორისო პროექტების მიმდინარეობაზე პროკურატურასთან ვთანამშრომლობთ
"სახელმწიფო ელექტროსისტემაში" პროკურატურა შევიდა.
საგამოძიებო მოქმედებები პროკურატურისადმი თავად ელექტროსისტემის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. საგამოძიებო უწყება კომპანიაში საერთაშორისო პროექტების მიმდინარეობას იკვლევს.
„ელექტროსისტემა არაერთ საერთაშორისო ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. პროექტების შესრულებისა და მიმდინარეობის შეფასებისას გამოიკვეთა ცალკეული საკითხები, რომელთა შესწავლა და, შესაბამისად, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა, პირველ რიგში, თავად კომპანიის ინტერესებში შედის, - აცხადებენ მსხვილ სახელმწიფო კომპანიაში.
მათი ინფორმაციით, პროკურატურისთვის მოთხოვნილი დოკუმენტების სრულად გადაცემა უკვე განხორციელდა. კომპანიაში ამბობენ, რომ მზად არიან ყველა სამართლებრივი ხერხი გამოიყენონ რათა არ შეფერხდეს საერთაშორისო პროექტების მიმდინარეობა და დაცული იქნას ქვეყნის ენერგოსტაბილურობა და მდგრადობა.
"როგორც ცნობილია, სსე არაერთ საერთაშორისო ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. პროექტების შესრულებისა და მიმდინარეობის შეფასებისას გამოიკვეთა ცალკეული საკითხები, რომელთა შესწავლა და, შესაბამისად, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა, პირველ რიგში, თავად სსე-ის ინტერესებში შედის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 16 მარტის განჩინებების საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკვე მომართა სსე-ს შესაბამისი დოკუმენტაციის გადაცემის მიზნით. კომპანიის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მიერ მყისიერად გამოიცა შიდა ბრძანება, განისაზღვრა მოთხოვნილი მასალის შეგროვებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული და განხორციელდა მოთხოვნილი დოკუმენტების პროკურატურისთვის სრულად გადაცემა.
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, როგორც გამჭვირვალე, სახელმწიფო ინტერესებზე და შედეგზე ორიენტირებული კომპანია, მზად არის ყველა სამართლებრივი ხერხი გამოიყენოს, რათა არ შეფერხდეს საერთაშორისო პროექტების მიმდინარეობა და დაცული იქნას ქვეყნის ენერგოსტაბილურობა და მდგრადობა", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.