ენერგეტიკა
25/02/2021

სოსო ნიბლაძე: დენის გაძვირება თიზ-ების კონკურენტუნარიანობას შეამცირებს

ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელი დირექტორი სოსო ნიბლაძე საწარმოო დანიშნულების ელექტროენერგიის გაზრდილ ტარიფებზე და აქედან გამომდინარე მოსალოდნელ ნეგატიურ ეფექტზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს.

მისი ინფორმაციით, ელექტროენერგიაზე ფასები მნიშვნელოვნად გაზრდილია, საუბარია 70-80%-ით მომატებაზე, რაც საკმაოდ მძიმე საკითხია.

კონკრეტულად რა ნეგატიურ პროცესებს გამოიწვევს ელექტროენერგიის  ტარიფის ზრდა თიზ-ის საქმიანობაზე, ნიბლაძე განმარტავს, რომ არსებობენ ინდუსტრიები, რომლებიც ელექტროენერგიაზე უფრო მეტად არიან დამოკდებულნი და მათი ძირითადი ხარჯი ელექტროენერგიაა. შესაბამისად, ქვეყანაში ელექტროერგიაზე ფასის ზრდა შეამცირებს ჩვენი თიზ-ების კონკურენტუნარიანობას  სხვა რეგიონალურ თიზ-ებთან მიმართებაში.

„არ ველოდებით შეღავათს მთავრობისგან, რადგან ელექტროენერგიის ბაზარი პირიქით ლიბერალური გახდა, ამ წელს ენერგეტიკული ბირჟა იხსნება და კომპანიებმა თვითონ უნდა დაამყარონ კომერციული ურთიერთობები და თავად შეისყიდონ ელექტროენერგია. ეს არის რეალობა და უნდა მიხვედოთ საქმეს,“ - აცხადებს ნიბლაძე.

როგორც ცნობილია, ქუთაისში ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 2015 წლის 1-ელ ოქტომბრიდან მთავრობის დადგენილების მიხედვით, ქუთაისის ავტომშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე ინდუსტრიული ზონის ფუნქციონირების ვადა 30 წელია.

რაც შეეხება ტარიფის ზრდას,  თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფი 2021 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა.

 

Businesspartner