სოფელ სკურდიდში ჰესის მშენებლობის ნებართვას "გროს ენერჯი" 3-4 თვეში აიღებს
„გროს ენერჯი ჯგუფი“ აჭარის რაიონის სოფელ სკურდიდში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ნებართვას 3-4 თვეში აიღებს.
როგორც კომპანიის ფინანსური დირექტორი „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას აცხადებს, “სკურდიდი 3“ 45 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ელექტროსადგური იქნება, რომელიც წლიურად 10 მლნ კლვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.
ჰესი სრულად „გროს ენერჯი ჯგუფის“ ინვესტიციით აშენდება.
„ამ პროექტის სანებართვოდ დიდი ხანია შეტანილი გვქავს დოკუმენტაცია, მაგრამ მიწების გაფორმებაზე იყო პრობლემა, ვინაიდან საჯარო რეესტრის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, მიწის რეგისტრაციის პროცესის დასრულებას ველოდებოდით.
აქედან გამომდინარე, ცოტა გაჭიანურდა, თუმცა ორი კვირის წინ მოგვივიდა საბოლოო პასუხი და ახლა უკვე ერთი ნაბიჯი რჩება ნებართვის აღებამდე.
ვფიქრობ, 3-4 თვეში „სკურდიდი 3“-ის მშენებლობის ნებართვაც გვექნება,"-აღნიშნა ირაკლი ტყებუჩავამ.
მისივე განმარტებით, „სკურდიდი 3“-ის საინვესტიციო ღირებულება 3 მლნ დოლარია. ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ადგილზე რვა ადამიანი დასაქმდება.