სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში კონკურენციის შესახებ სასწავლო კურსზე რეგისტრაცია გამოცხადდა
სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ახალ სასწავლო კურსს იწყებს თემაზე: „კონკურენციის სამართალი და ეკონომიკის რეგულირებად სექტორებში მისი აღსრულების თეორიული და პრაქტიკული ასპექტები“.
სასწავლო კურსი განკუთვნილია კონკურენციის სამართლის აღსრულებით, მათ შორის, ამ კუთხით ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების საქმიანობით დაინტერესებული სუბიექტებისათვის. კურსი მორგებულია როგორც საჯარო, ისე კერძო და არასამთავრობო სექტორში დასაქმებული სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისათვის.
კურსის ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა დაეუფლონ კონკურენციის სამართლის ძირითად ცნებებსა და პრინციპებს. ასევე განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, კარტელური გარიგებები და კონკურენციის შემზღუდველი სხვა სახის შეთანხმებები, კონცენტრაციების კონტროლი და კონკურენციის კანონმდებლობის სხვა ინსტიტუტები. ცალკე შეხვედრები დაეთმობა კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულებას ენერგეტიკის, ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფინანსურ სექტორებში.
კურსის ფარგლებში ტრენინგებს ჩაატარებენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, საქართველოს კონკურენციის ეროვნული კომისიის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები.
კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 13 აპრილის 18:00 საათი.
დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე: