ენერგეტიკა
03/06/2022

სემეკი: 2021 წელს ელექტროენერგიის წარმოება 13.6%-ით გაიზარდა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიამ 2021 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელის მიხედვითაც, ელექტროენერგიის წარმოება წინა წელთან შედარებით 13.6%-ით გაიზარდა. 

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის იანვრის მეორე ნახევრიდან მარტამდე ენგურჰესი სარემონტო სამუშაოების გამო გაჩერებული იყო, თუმცა საბოლოო წლიური გამომუშავება, წინა წელთან შედარებით, 30%-ით გაიზარდა.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, წარმოების გაზრდა გამოწვეულია გაზრდილი წყალმოდინებით/კარგი ჰიდროლოგიური წლით. აღსანიშნავია, 5 მცირე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური ჯამური დადგმული სიმძლავრით 6.51 მგვტ: დვირულა ჰესი, ხრამ ჰესი, თბილისის ზღვის ჰესი, როშკა 2 ჰესი და როშკა 3 ჰესი.

ამასთან, ელექტროენერგიის შიდა მოხმარება წინა წელთან შედარებით 13.3%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით 8%-ით გაიზარდა.

პუბლიკაციის მმიხედვით, საქართველოში ელექტროენერგიის შიდა მოხმარება, 2011-2021 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად საშუალოდ 4.2%-ით იზრდებოდა.

გაზრდილია პირდაპირი მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიაც, წინა წელთან შედარებით 46%-ით.

მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთზე მიწოდებული ელექტროენერგია კი წინა წელთან შედარებით 15.8 %-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით 43.5%-ით არის გაზრდილი.

ცნობისთვის, ანგარიში მოიცავს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირების მიმართულებით სემეკის მიერ გატარებულ ღონისძიებებს, ასევე ბაზრის მიმოხილვას.

Businesspartner