ენერგეტიკა
18/12/2020

სემეკ-მა გენერაციის ობიექტებს ახალი ტარიფები დაუდგინა

სემეკმა ელექტროენერგიის ობიექტებს 3-წლის ვადით ახალი ტარიფები დაუდგინა. 

მარეგულირებლის მიერ, სატარიფო მეთოდოლოგიის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, "ენგურჰესის" ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი დაახლოებით 35%-ით გაიზარდა. ასევე გაიზარდა "ლაჯანურჰესის“, "ძევრულჰესის“  და "გუმათჰესების“  გენერაციის ტარიფებიც.

ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი ერთ-ერთი ძირითადი  კომპონენტია, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ელექტროენერგიის ტარიფების განსაზღვრაში, როგორც  საყოფაცხოვრებო, ასევე კომერციული მომხმარებლებისთვის. როგორ აისახება ეს გადაწყვეტილება სამომხმარებლო ტარიფებზე 21 დეკემბერს გაირკვევა.

Businesspartner